ცნობილია, რომ საქართველო, თავისი 8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცის გამო, მიჩნეულია ღვინის სამშობლოდ, ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს კი მიენიჭა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მას არ ჰყავს ანალოგი მსოფლიოში. ეს არის ბუნებრივი და  ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი, რომელიც   აღიარებულია ღვინის დაყენების საუკეთესო და უნიკალურ ტექნოლოგიად.

მარანი

ჩვენი მარანი განლაგებულია კახეთის ულამაზეს ისტორიულ მხარეში –  სოფელ გრემში, რომელიც იყო კახეთის სამეფოს დედაქალაქი (აღმოსავლეთ საქართველო).  XVI საუკუნიდან აბრეშუმის გზაზე მდებარე გრემი წარმოადგენდა თავისი დროის ცნობილ სავაჭრო ქალაქს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა უძველესი ისტორიული მონუმენტი: ძველი ეკლესიები, ფეოდალთა სახლები, გოგირდის აბანოები, ბაზრები და ქარვასლები. მარნები და ვენახები გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის მთებით, რომლებიც ქმნიან განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ჩვენი ყურძნისთვის.

ოჯახის ისტორია

ჩვენი ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც არასდროს შეუწყვეტია ღვინის დაყენების ტრადიცია, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემდა თაობიდან თაობას.

ჩვენი საგვარეულო მარანი დასაბამს იღებს XIX საუკუნეში. ცნობები მიხა ხახუტაშვილსა და მის ვაჟზე, გიორგი ხახუტაშვილზე, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით „კახელა“, შემონახულია არქივებში. მათ საქმიანობას წარმოადგენდა ღვინის დაყენება და ჭაჭის გამოხდა. გიორგი ხახუტაშვილი, წარმატებული მეღვინე, გარდაიცვალა 33 წლის ასაკში და დატოვა სამი შვილი: შოთა, ელგუჯა და თემური. ჩვენ მივეკუთვნებით ელგუჯას შტოს, თუმცა სამივე ძმა ბავშვობიდან ჩართული იყო მევენახეობასა და მეღვინეობაში. ახალგაზრდობის წლებში ელგუჯას ჰქონდა ვენახი გრემის ტერიტორიაზე. ამ საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მარანს და გესთჰაუსს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ და ვაუმჯობესებთ.

ჩვენი ღვინო

ჩვენი ვენახები განლაგებულია სოფელი გრემის უნიკალურ ტერუარებზე, რომელიც გარშემორტყმულია დიდი კავკასიონის მთებით და ცნობილია „სამეფო ვენახების“ სახელით.

ჩვენ არასდროს გვიღალატია ტრადიციული მეთოდისთვის და დღემდე ვიყენებთ ქვევრს ღვინის დაყენებისა და დაღვინების პროცესში. ყურძნის მაღალი ხარისხის შენარჩუნების მიზნით ასევე ვატარებთმწვანე რთველს.  ჩვენ არ ვიყენებთ ქიმიურ ნივთიერებებს არც ვენახებსა და არც ღვინოში, ამიტომაც ის წარმოადგენს ნატურალურ პროდუქტს.

რქაწითელი

რქაწითელს აყოვნებენ ქვევრში თავისი კანითა და წიპწებით ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის დაყენების 8000-წლიანი ტრადიციული მეთოდის მიხედვით. ღვინის შემადგენლობა ნატურალურია და არ მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს ან სხვა დანამატებს. ღვინო წითელი, მშრალი და გაუფილტრავია, ძლიერი არომატითა და რბილი, ჰარმონიული გემოთი.

ეს ღვინო განსაკუთრებით უხდება მცენარეულ კერძებსა და სალათებს.

მოსავალი: 2017

ალკოჰოლის შემცველობა: 12,5%

saperavi_page-0001.jpg

საფერავი

ფერავს აყოვნებენ ქვევრში თავისი კანითა და წიპწებით სამი თვის განმავლობაში, ქართული ღვინის დაყენების 8000-წლიანი ტრადიციული მეთოდის მიხედვით. ღვინის შემადგენლობა ნატურალურია და არ მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს ან სხვა დანამატებს. ღვინო წითელი, მშრალი და გაუფილტრავია, ძლიერი არომატითა და რბილი, ჰარმონიული გემოთი.

განსაკუთრებით უხდება ხორცის კერძებს.

მოსავალი: 2017

ალკოჰოლის შემცველობა: 13,6%

ღვინის სერვისები

ღვინის დეგუსტაცია

ღვინის ტური და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ნიუანსების შესწავლა

ფასში შედის:

ღვინისა (წითელი და თეთრი) და ჭაჭის დეგუსტაცია

ყველი, ხორცი, ნიგოზი, თაფლი, ზეთი, ორცხობილა, პური

ფასი:

30 ლარი ერთ ადამიანზე (მინიმუმ 5 ადამიანი)

სასაჩუქრე ღვინო

შექმენი შენი სასაჩუქრე ღვინო!

ღვინის მასტერკლასი

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.