კემპინგი თბილისში

ჩვენი საკემპინგე სივრცე განლაგებულია თბილისის ცენტრში, სუპერმარკეტიდან 50 მეტრში, 5 წუთის სავალზე ერთ-ერთი ცენტრალური მეტროსადგურიდან (დელისი), „City Mall“-დან 2 წუთის სავალზე, მანქანით 5 წუთის სავალზე ლისის ტბიდან და ავტობუსით 20 წუთის სავალზე ქალაქის ძველი ნაწილიდან. ჩვენს სივრცეში გვაქვს ლამაზი ტერასული ბაღი და მშვიდი საკემპინგე გარემო. პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ქართული კერძებით და დააგემოვნოთ ქართული სახლის ღვინო. აქვე განთავსებულია საერთო სამუშაო სივრცეც.

ერთი ღამის საფასური:
ფურგონი – 50 ლარი (მაქს. 2 ადამიანი)
დიდი ფურგონი – 70 ლარი (მაქს. 3 ადამიანი)
ყოველ დამატებით ადამიანზე დამატებითი 10 ლარი
მოტოციკლისტებისთვის – 35 ლარი ერთ ადამიანზე
ქვეითი ტურისტებისთვისა და ველოსიპედისტებისთვის – 25 ლარი ადამიანზე

ფასში შედის:
სამრეცხაო, ბუნებრივი აირი საჭმლის მომზადებისთვის, მაცივარი, საპირფარეშო, საშხაპე, ელექტროენერგია ელექტრონული მოწყობილობების დასატენად.

დასაშვებია შინაური ცხოველები.

სივრცე უსაფრთხოა, კონტროლდება კამერებით, შეგიძლიათ ადგილზე დატოვოთ თქვენი ფურგონი ან ველოსიპედი და დატკბეთ ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით.

Bar Sarvice

ჩვენი საკემპინგე სივრცის პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, სადაც შეგიძლიათ მიირთავათ გემრიელი კერძები და ჩვენი სახლის ღვინო. კვირის განმავლობაში ჩვენ ვმართავთ საინტერესო ღონისძიებებს ცოცხალი მუსიკით, სადაც შეგიძლიათ გაატაროთ დაუვიწყარი დრო.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.